საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ორი პროექტი, „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ და „ქართული აგრო სახლი“ ბერლინში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას “FRUIT LOGISTICA 2020” დაესწრნენ.
აღნიშნული გამოფენა, რომელიც 2020 წლის 5-7 თებერვალს ქ. ბერლიში გაიმართა, თავს უყრის ჯანსაღი პროდუქციის მწარმოებლების, უახლესი ინოვაციების და მომსახურების სფეროში არსებული ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ „FRUIT LOGISTICA“ ყოველწლიურად 3200 მონაწილეს და 78 000 ვიზიტორს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, თითოეულ მონაწილეს საშუალება ქონდა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაემყარებინათ უცხოელ ინვესტორებთან, გაცნობოდნენ წარმოების თანამედროვე ტენდენციებს და ბოსტნეულისა და ხილის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს.
2020 წელს გამართულ გამოფენას კი „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ (GGC) და „ქართული აგრო სახლიც“ (GAH) ესწრებოდნენ. ღონისძიების პირველ დღეს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ წარმომადგენლებმა დაინტერესებული პირებისთვის გამართეს პრეზენტაცია 12ჰა-ზე გაშენებული ქართული მაღალტექნოლოგიური სათბურის თაობაზე, ხოლო შემდგომ დღეებში შეხვედრები გამართეს ინოვაციური აგროტექნოლოგიების სფეროში არსებული კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ქართული აგრო სახლი“, რომელიც მომსახურების სრული ციკლის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანიაა, ორიენტირებულია ახალი საექსპორტო ბაზრების და ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიებაზე, რათა შეძლონ წარმოებული პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ ორგანიზებით განხორციელდა.