GC FUND

კარიერა

ჩვენი თანამშრომლები ჩვენი ყველაზე ფასეული აქტივია.

ჩვენ მოვიზიდეთ პროფესიონალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის/უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში. კომპანია მიესალმება ყველა იმ კანდიდატს, რომელიც თავისი გამოცდილებით, პიროვნული თვისებებით და ინტერესებით შეესაბამება კომპანიის ღირებულებებს და აკმაყოფილებს ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აღიარებს თანაბარ, მიუკერძოებელ დამოკიდებულებას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის, წარმომავლობის თუ კულტურული კუთვნილებისა. დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება ეწინააღმდეგება ფონდის პოლიტიკას და მიუღებელია კომპანიისთვის. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლებს კი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის პროფესიული განვითარების ტრენინგებში რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

თუ დაინტერესებული ბრძანდებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებით, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV და რეზიუმე შემდგომ მისამართზე: [email protected] 

 

მიმდინარე ვაკანსიები

ამჟამად, ვაკანსია არ არის გამოცხადებული