GC FUND

პროექტის წარდგენა

ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ინვესტიციები მიმზიდველ ბიზნეს პროექტებში, რომლებიც ჩვენს მიერ მიწოდებული კაპიტალის, გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება. ჩვენს მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ პროექტებში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ ადამიანებს მოუტანს სარგებელს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განიხილავს საინვესტიციო შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის შემდეგ ძირითად სექტორებში: ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ინვესტირება საქართველოში, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში, რომელთაც შეუძლიათ ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აჩვენონ. კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან ფონდისგან დაფინანსების მიღებით, უნდა წარმოადგინონ დეტალური ბიზნეს გეგმა.

წარმოსაგდენი ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და კომპონენტები:

კომპანიის მიმოხილვა

  • მოკლე ისტორია
  • ბიზნეს საქმიანობის მიმოხილვა
  • მფლობელები და პარტნიორები
  • ბოლო სამი წლის ბიზნეს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ბოლო სამი წლის ფინანსური უწყისები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

წარმოსადგენი პროექტის აღწერა:

  • პროდუქტები და სერვისები
  • რა ტიპის პროდუქტის/სერვისის მიწოდებას აპირებთ?
  • როგორია აღნიშნულ პროდუქტზე/სერვისზე მოთხოვნა?
  • როგორ დააკმაყოფილებს თქვენი ბიზნესი არსებულ მოთხოვნას?

ბაზრის მიმოხილვა

  • ფაქტობრივი მონაცემები ინდუსტრიაზე
  • რამდენად დიდია ბაზარი?
  • რამდენად მიმზიდველი და მომგებიანია სექტორი?
  • ვინ არიან ბაზარზე მთავარი მოთამაშეები?
  • როგორია თქვენი ბიზნესისთვის ზრდის პოტენციალი და შესაძლებლობა?
  • რა ბარიერები შეუშლის ხელს პოტენციურ, ახალ კონკურენტებს ბაზარზე შესვლაში და თქვენი საბაზრო წილის დაკავებაში?
  • საბაზრო მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე/სერვისზე

მარკეტინგული სტრატეგია

  • რითი იქნება თქვენი პროდუქტი გამორჩეული?
  • ვიც იქნება თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი?
  • არსებული მომხმარებლები: მათი ვინაობა და მისამართები. პროდუქციის მოცულობა, რომელსაც ისინი ყიდულობენ.
  • თქვენი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული და სარეკლამო სტრატეგიები.

ბიზნეს საქმიანობა (ოპერირება)

  • როგორ და სად აწარმოებთ პროდუქს/სერვისს?
  • პროდუქტის/სერვისის წარმოებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა:

ადამიანური რესურსები დასასაქმებელთა რიცხვი. გასაწევი შრომის ტიპი (მოეთხოვება კონკრეტული უნარ-ჩვევები ქონა; არ მოეთხოვება კონკრეტული უნარ-ჩვევების ქონა; პროფესიონალი). სად უნდა მოიძიოთ ახალი კადრები? არსებული კადრების კვალიფიკაცია. სახელფასო სისტემა. ტრeნინგის მეთოდები და მოთხოვნები. მომდევნო წელს ახალი კადრების აყვანის საჭიროება. ვინ რა სამუშაოს ასრულებს? არის თუ არა სამუშაო გეგმა და პროცედურები წინასწარ გაწერილი? დასაქმებულებში გყავთ თუ არა მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანილი კადრებიც?

მომწოდებლები მათი ვინაობა და მისამართები. არსებული ინვენტარის რაოდენობა და სახეობა. გადახდის და მიწოდების წესები და პირობები. ისტორია და საიმედოობა. შესაძლოა თუ არა შეიქმნას მიწოდების მოცულობის უზრუნველყოფის პრობლემა ან მოკლე ვადებში მიწოდების პრობლემა? როგორია მიწოდების ხარჯები, სტაბილური თუ მერყევი? თუ მერყევი, როგორ უმკლავდებით ცვალებად ხარჯს? კმაყოფილი ხართ თუ არა არსებული მომწოდებლებით? ხომ არ არის ახალი მომწოდებლების მოძიების აუცილებლობა?

დანადგარების/აღჭურვილობის მომწოდებლები სად აპირებთ დამატებითი დანადგარების/აღჭურვილობის შეძენას? დანადგარების/აღჭურვილობის ტექნიკური დახასიათება. იურიდიული მხარე: აღწერეთ მერგულირებელი მხარე: ნებართვები, შრომის, სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, ინდსუტრიასთან და პროფესიასთან დაკავშირებული სპეციალური რეგულაციები და ა.შ.

ფინანსური გეგმა

  • ფინანსური გეგმა შედგება შემდეგი მონაცემების 5 წლიანი პროგნოზირებით: მოგება და ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობა, პროგნოზირებული ბალანსი, კაპიტალური ხარჯები და ნულოვანი მოგების კალკულაციები. პირველი ორი წლის შემთხვევაში მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს თვიურ ჭრილში. დაშვებები, რომლეთა საფუძველზეც გაკეთდა გაანგარიშებები ფინანსურ მოდელში წარმოადგინეთ Excel-ის დამოუკიდებელ გვერდზე. წარმოადგინეთ სხვა სცენარის ანალიზი.

პროექტის დაფინანსება

  • რა მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებთ თქვენ და თქვენი პარტნიორები?
  • რა მოცულობის სესხის მოპოვებას აპირებთ და რა გზით?
  • დამატებით, რა მოცულობის კაპიტალის ინვესტირებას ელით ჩვენგან?

მენეჯმენტი და ორგანიზაცია

  • ხელმძღვანელობის (აღმასრულებელი პერსონალი) ბიოგრაფიები

დანართები

  • ფინანსური მოდელები, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა/ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა (Pre-feasibility/ feasibility Studies), ინდუსტრიის მიმოხილვა და ა.შ.

ატვირთეთ თქვენი პროექტი