ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე, რომელიც 2006 წლიდან საქართველოში ოპერირებს. 2017 წელს კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ჰანიველ პარტნერსის მიერ ერთობლივად მოხდა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წილის 50%-ის შესყიდვა, რათა განხორციელებულიყო კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი.
თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, ჰაიდელბერგცემენტის კასპის ქარხანაში, საფუძველი ჩაეყარა 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს, რომელიც გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წარმოების ხარჯებს.