ცოტნე ებრალიძე, თანაინვესტირების ფონდის დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული ტურიზმის სფეროში არსებული პროექტების განვითარებაში და შესაბამისად 5 წლის მანძილზე იკავებდა მმართველი დირექტორის თანამდებობას ტურიზმისა და უძრვაი ქონების მიმართულებით, ხოლო 2019 წლის გაზაფხულიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ცოტნე ებრალიძე მუშაობდა თიბისი ბანკში, კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. მან ფართო გამოცდილება დააგროვა უძრავი ქონების მიმართულებით, განსაკუთრებით კომპანია არსში მუშაობისას, ვინაიდან თავდაპირველად მუშაობდა მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანანმდებობაზე დაინიშნა. იქამდე, ცოტნე ებრალიძე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიაში სინერჯი ჯგუფი, მრჩეველის პოზიციაზე. ებრალიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და მართვის მაგისტრის ხარისხს ლონდონის ბიზნეს სკოლიდან.