გიორგი ბაჩიაშვილმა, 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი და 6 წლის მანძილზე იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. მანამდე, გიორგი მუშაობდა ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, კომპანიაში „Unicor“-ში, სადაც პასუხისმგებელი იყო ფინანსური დაგეგმარების, დაქვემდებარებული კომპანიების მართვის და მონიტორინგის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით, მოხდა საბანკო, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და ფარმაცევტიკის სექტორებში არსებული ექვსი კომპანიის გაყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.
ამასთანავე, გიორგი ბაჩიაშვილმა ფართო გამოცდილება დააგროვა მართვასა და ფინანსებში, კერძოდ მას სხვა და სხვა პოზიციები ეკავა ისეთ კომპანიებში როგორიცაა: Booz & Company, Abu Dhabi Group Georgia და საქართელოს ბანკი. ბაჩიაშვილი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით და მართვის მაგისტრის ხარისხს INSEAD-ის ბიზნეს სკოლიდან.