ლაშა მამარდაშვილმა მისი კარიერა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შემდგომ დაწინაურდა წამყვანილი სპეციალისტის პოზიციაზე. იქამდე კი, ლაშა მამარდაშვილი მუშაობდა კომპანიაში KG Energy of Kusto Group. აღნიშნული სინგაპურის ბაზაზე მდებარე კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს მასალების წარმოების, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ენერგეტიკის და აგრობიზნესის მიმართულებით. მის მოვალეობებში შედიოდა კომპანიის მრავალფეროვანი საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების მართვა. ამასთანავე, ბატონი მამარდაშვილი იმუშავებდა მიზანშეწონილობის კვლევებს და ფინანსური ანგარიშებს. აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე, ბატონი მამარდაშვილი მუშაობდა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, კომპანიაში Altervision Group, რის ფარგლებშიც ის პასუხისმგებელი იყო კომპანიის ადგილობრივ და გლობალურ განვითარებაზე. მამარდაშვილმა ასევე ჩაატარა ფინანსური ბიუჯეტის დაგეგმვა, რისკების შეფასება, აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორებისთვის სხვადასხვა სახის ფინანსური ანგარიშების მომზადება და ფანდრაიზინგის ღონისძიებების ჩატარება. ლაშა მამარდაშვილი ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსთა მაგისტრის მიმართულებით.