საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტია და იგი ყველაზე მაღალი ცათამბჯენია დედაქალაქის ცენტრში, ვაკეში რომელიც უკვე გახდა თბილისის ახალი ბიზნეს უბანი.
მულტუფუნქციური აქსის თაუერსი 5 დეველოპერულ მიმართულებას მოიცავს - A კლასის ბიზნეს ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი, და გასართობი სივრცეები - რომელიც თავის მხრივ საფეხმავლო ქუჩასაც მოიცავს. მრავალფუნქციური კომპლექსი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი მინისაა, ხოლო მეორე - ქვის. კოშკები 41 სართულიანია, აქედან 4 სართული განთავსებულია მიწისქვეშ. "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობაა, 147 მეტრი სიმაღლით. პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 500-მდე ავტომანქანას დაიტევს.
აქსის თაუერსში ასევე განთავსდება: ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი 10 შეხვედრების ოთახით. საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით, სპა, ფიტნეს ცენტრი, მაღაზიები, 20-მდე კაფე რესტორანი, სქაი ბარი - 140 მეტრ სიმაღლეზე, რომელსაც 360 გრადუსიანი ხედი აქვს თბილისზე. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ქუჩა, რომელიც შეაერთებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 101 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.