GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $76 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

სასტუმრო პარაგრაფი აბასთუმანში

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა.  

150 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ია. შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმანი მდიდარია, როგორც სამკურნალო, ფთიზიატრიული კლიმატით, ასევე ჰიპერთერმული, მინერალიზებული წყაროებით და თერმული წყლებით, რაც ხელს შეუწყობს კლიმატურბალნეოლოგიური კურორტის აბასთუმნის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.