საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე, იგეგმება ლენტეხი ჰესის აშენება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის.
საერთო დადგმული სიმძლავრე 192 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება კი 668 მლნ კვტ.სთ, რომელიც საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის 6% -ს შეადგენს.
ტექნიკური მიზანშეწონილობის შესწავლის ეტაპი დასრულებულია და პროექტი ექსპლუატაციაში 2026 წლიდან შევა. აღნიშნულ პროექტში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მინორიტარული წილის მფლობელი იქნება, ხოლო მსხვილი წილის მფლობელია უმსხვილესი კორეული კომპანია.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 385 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.