GC FUND

სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა

საქართველოს, ტრადიციულად სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას მრავალფეროვანი, 21-ზე მეტი მიკროკლიმატური ზონა აქვს, რაც ხელს უწყობს ბურღულეულის, ბოსტნეულისა თუ ხილის მოსავლიანობას. დიდი რაოდენობით წყლის რესურსი, ჯანსაღი ჰავა და მდიდარი ნიადაგი ქმნის იდეალურ პირობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის.

ისტორიულად, საქართველოს ეკონომიკური დოვლათიანობის ჭრილში, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აგრარული სექტორი. 1991 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 29%-ს სწორედ აგრარული სექტორი შეადგენდა, 2012 წელს კი მხოლოდ 7%-ს. შესაბამისად, აღნიშნულ სექტორში არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუთვისებელი პოტენციალი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების საშუალებას იძლევა.

საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი სწორედ სოფლის მეურნების განვითარებაა, რომლის მხარდასაჭერად ამოქმედებულია არა ერთი სახელმწიფო პროგრამა. ამასთანავე, 2014 წელს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ნაწარმის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის, და ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს როგორც კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით. 

ჩვენი მიდგომა:

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს ინვესტიციები, ისეთ პროექტებში, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია:

იმპორტის ჩანაცვლება
  • რძის ნაწარმი
  • ღორის და საქონლის ხორცის ნაწარმი
ექსპორტის განხორციელება
  • ღვინო და მინერალური წყალი
  • ხილ და ბოსტნეული
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა
  • შესანახი და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა
  • გადამამუშავებელი ქარხნები
  • სათბურები
  • ნაწარმი
სატრანზიტო ლოგისტიკური ცენტრი
  • მარცვლეულის შესანახი ლიფტები
  • ცხოველის საკვების საწარმო

მიმდინარე პროექტები

  • საქართველოს სათბურის კორპორაცია

    საინვესტიციო მოცულობა: $29 მლნ

  • ქართული აგრო სახლი

    საინვესტიციო მოცულობა: $ 533 400

  • გეოაგრო

    საინვესტიციო მოცულობა: $ 9 მლნ