GC FUND

  • ტიპი

    სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა

  • სტატუსი

    დასრულებული

  • ინვესტიცია

    $ 533 400

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

ქართული აგრო სახლი

“ქართული აგრო სახლი” არის მომსახურების სრული ციკლის მქონე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანია. ადგილობრივ სასათბურე მეურნეობებსა და ფერმერებთან თანამშრომლობის გზით იგი ახორციელებს ბოსტნეულისა და ხილის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე.

ნედლი ბოსტნეულის წლიური 5,500 ტონიანი ბრუნვით, "ქართული აგრო სახლი" სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. “ქართული აგრო სახლი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. კომპანიამ დროის მოკლე პერიოდში შექმნა ნედლი ბოსტნეულის სასაწყობო და შემფუთავი მძლავრი წარმადობის საწარმო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და იყენებს ევროპული სტანდარტების შესაფუთ მასალებს.

“ქართულ აგრო სახლში” დანერგილია საკვების უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა HACCP.