GC FUND

თეა ჯოხაძე

თეა ჯოხაძე

თეა ჯოხაძე

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

თეა ჯოხაძე 2013 წლიდან თანაინვესტირების ფონდში მუშაობს, თავდაპირველად როგორც ფინანსური დირექტორი, შემდგომ როგორც მმართველი დირექტორი ფინანსების, რისკების და ინვესტორებთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო ამჟამად აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს, ფინანსების რისკების, ინვესტორებთან ურთიერთობის და კორპორატიული საკითხების დარგში. 

თანაინვესტირების ფონდში მუშაობამდე, თეა ჯოხაძე იკავებდა საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსების მოზიდვისა და სასესხო კაპიტალის ბაზრების დირექტორის პოზიციას 8 წლის განმავლობაში.  ამ პოზიციაზე მან 2 მილიარდ დოლარზე მეტი სახსრები მოიზიდა ბანკისათვის და მისი კლიენტებისათვის. საქართველოს ბანკამდე, ქალბატონი თეა მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, საკონსულტაციო ფირმაში Pace Global Energy Services, სადაც ის კლიენტებს ემსახურებოდა ფინანსური მრჩევლის როლში, მათ შორის გლობალურ საინვესტიციო ბანკებს, უმსხვილეს რუსულ ბანკებსა და ენერგეტიკულ კომპანიებს.  მანამდე თეა ჯოხაძე იყო ფინანსური სტრუქტურირებისა და ფასწარმოქმნის ანალიტიკოსი ტეხასის შტატ, ქალაქ ჰიუსტონში, კომპანიაში  CMS Energy Corporation, რომელიც იმ დროისათვის ამერიკის 100 უმსხვილეს კომპანიებს შორის იყო.  კარიერის პირველი ნაბიჯები კი თეა ჯოხაძემ გადადგა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კოპენჰაგენში, International IDEA-ში სტოკჰოლმში, და გაერო თბილისში.  2005 წელს ქალბატონ თეას მიანიჭეს ფინანსური ანალიტიკოსის ქარტიის მფლობელის წოდება.  მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელოვნების მაგისტრის წოდება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო დისციპლინების სკოლიდან (ვაშინგტონი, აშშ/ბოლონია/იტალია).