მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე აშენდა და 2017 წლის შემოდგომაზე საზეიმოდ გაიხსნა.
შვიდსართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო ფართი 64,000 მ2-ს შეადგენს, აერთიანებს 100-ზე მეტ მაღაზიას, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს, „თავისუფალ“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ“ თეატრებს. ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შენობაში ინტეგრირებულია მეტროსადგური თავისუფლების მოედანი, რაც საგრძნობლად ამარტივებს სავაჭრო ცენტრში მოხვედრას. პროექტის ფარგლებში, ასევე გაკეთდა 300-მდე ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და 78 ნომრიანი ქართული ბრენდის სასტუმრო „რადიუსი“.
პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.