GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $106 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

სასტუმრო თავისუფლების მოედანზე

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე ხორციელდება მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“, სასტუმროს მშენებლობა.

სასტუმროში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები.  სპა, ფიტნეს ცენტრსა და საცურაო აუზს „ინფინიტი“ თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს. სასტუმრო თავისუფლების მოედანთან, საბაგირო გზით დაუკავშირდება სასტუმრო სოლოლაკს, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება თაბორის სასტუმროსა და გოლფ კლუბს. კომპლექსს ასევე ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომი.

აღნიშნული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 106 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.