GC FUND

ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა

საქართველო ჰიდრო-ელექტრო ენერგიის გენერაციის თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა ევროპაში, რაც ინვესტორებისთვის მრავალ შესაძლებლობებს ქმნის. ქვეყნის მასშტაბით 26,000-ზე მეტი მდინარეა, რომელთაგან 300 მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა, 15,000 მგვტ-ზე მეტი გამომუშავების შესაძლებლობით, რაც საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეზე 5-ჯერ მეტია და 4-ჯერ მეტია საქართველოს ენერგოსისტემის დადგმულ სიმძლავრეზე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება, მშპ-სთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა და 2018 წელს 13.1 მგვტ-ს მიაღწია.  ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2004 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ 2018 წელს 12.1 მგვტ-ს მიაღწია. 

ვინაიდან ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ იზრდება, აღნიშნული სექტორის ათვისება და ახალი ელექტროსადგურების შექმნა საკმაოდ მიმზიდველია როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. ამჟამად საქართველოს ძირითადად ჰიდრო რესურსების მხოლოდ 25%-ია გამოყენებული, თუმცა ასევე აქტუალურია ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის წყაროები.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ მნიშნელოვანი საინვესტიციო მიმართულება ენერგეტიკის სექტორია, რის ფარგლებშიც ფონდი განიხილავს საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების ახალ და არსებულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.  ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, ფონდი ასევე განიხილავს საინვესტიციო შესაძლებლობებს განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

 

ჩვენი მიდგომა:

ფონდი განიხილავს პროექტებს შემდგომი კატეგორიების მიხედვით:

ჰიდროენერგია

საშუალო და ფართომაშტაბიანი პროექტები

  • გრინფილდი
  • ბრაუნფილდი
თერმული ენერგია
  • 200 მგვტ-ზე მეტი
  • ქვანახშირის თბოელექტროსადგურები
  • გაზის თბოელექტროსადგურები
მსხვილი საცალო ვაჭრობის ინფრასტრუქტურა
  • გადამუშავება
  • ტრანსპორტირება
  • შენახვა

 

მიმდინარე პროექტები

  • მტკვარი ჰესი

    საინვესტიციო მოცულობა: $157 მლნ

  • ონი 1

    საინვესტიციო მოცულობა: $185 მლნ

  • ლენტეხი ჰესი

    საინვესტიციო მოცულობა: $385 მლნ