GC FUND

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.

ფონდის მიზანია ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების მხარდაჭერა, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ღიაა განიხილოს ახალი პროექტები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალის ათვისებას და ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას თანამედროვე დასასვენებელი ინფრასტრუქტურით.

აღსანიშნავია, რომ ფონდის პოტენციური ბენეფიციარი პროექტის ინვესტიციის მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს 10 მლნ აშშ დოლარს, ხოლო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 100 ახალი სასტუმრო ოთახის შექმნა.

ჩვენი მიდგომა:

ჩვენ ვგეგმავთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ისეთ მზარდ ინდუსტრიებში როგორიცაა ტურიზმი და უძრავი ქონება. ამასთანავე, ინდუსტრიების მრავალფეროვნების მიზნით, ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი, ასევე გართობისა და კომერციული ობიექტების სექტორების განვითარების ხელშეწყობა.

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს ინვესტიცია შემდგომი კატეგორიის პროექტებში:

სასტუმროები თბილისში:
  • ტიპი: მაღალი, საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 35%
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 20%
ზღვისპირა სასტუმროები:
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 20%
სასტუმროები სამთო-სათხილამურო და ალპურ ზონებში:
  • ადგილმდებარეობა: გუდაური, ბაკურიანი და სვანეთი.
  • ტიპი: საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 15%
სასტუმრო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით
  • ადგილმდებარეობა: წყალტუბო, ახტალა და ბორჯომი
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სპა სასტუმრო
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%
რეგიონალური სასტუმროები
  • ადგილმდებარეობა: მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი რეგიონები (კახეთი, იმერეთი, ქართლი და ა.შ.)
  • ტიპი: საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%
სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი, გასართობი და კომერციული ობიექტები
  • ტიპი: ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის მრავალფეროვანი ტიპის პროექტები
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%

მიმდინარე პროექტები

  • სასტუმრო პარაგრაფი აბასთუმანში

    საინვესტიციო მოცულობა: $60 მლნ

  • სასტუმრო სიღნაღში

    საინვესტიციო მოცულობა: $21 მლნ

  • გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე

    საინვესტიციო მოცულობა: $70 მლნ

  • სასტუმრო განმუხურში

    საინვესტიციო მოცულობა: $30 მლნ

  • პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში

    საინვესტიციო მოცულობა: $120 მლნ

  • სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე

    საინვესტიციო მოცულობა: $36 მლნ

  • სასტურო და გოლფ კლუბი თაბორზე

    საინვესტიციო მოცულობა: $90 მლნ

  • სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში

    საინვესტიციო მოცულობა: $112 მლნ

  • სასტუმრო თავისუფლების მოედანზე

    საინვესტიციო მოცულობა: $106 მლნ