GC FUND

დავით გალუაშვილი

დავით გალუაშვილი

დავით გალუაშვილი

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

დავით გალუაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2023 წელს შემოუერთდა, შიდა აუდიტის დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. დავით გალუაშვილი პროფესიონალი, მაღალი რგოლის მენეჯერია, შიდა აუდიტის და ბუღალტერიის დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, დავითი პასუხისმგებელია აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმის მიხედვით  შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებაზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების შეფასებასა და შესწავლაზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებაზე და დაბეგვრის სისტემატიზაციაზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

დავით გალუაშვილი, წლების განმავლობაში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის და ოპერაციების დირექტორის პოზიციას „ბანკ ქართუში“. მის დაქვემდებარებაში, სხვადასხვა დროს, შედიოდა ბანკის ისეთი სტრუქტურული ერთეულები როგორიცაა კლიენტთა მომსახურების ცენტრი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი, ბანკის ბექ-ოფისის დეპარტამენტი, მეთოდოლოგია, პლასტიკური ბარათების და პროცესინგის დეპარტემენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 1994-1997 წლებში კი მუშაობდა კომერციულ ბანკში „ნარიყალა“ და „საქართველოს ბანკში“.

დავით გალუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ფლობს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ გაცემულ პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატს.