GC FUND

ნინი ოტიაშვილი

ნინი ოტიაშვილი

ნინი ოტიაშვილი

უფროსი იურისტი

ნინი ოტიაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2015 წელს შემოუერთდა. ის ჩართულია ფონდის ოთხივე მიმართულების საინვესტიციო პროექტებში, ტურიზმი და უძრავი ქონება, წარმოება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა, უწევს მათ სამართლებრივ კონსულტაციას და ეხმარება კანონმდებლობასთან შესაბამისობის, რისკების შემცირების და ეფექტური ბიზნეს სტრატეგიების შემუშავების საკითხებში.

ნინის იურიდიულ და ბიზნეს სექტორებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ფონდში მუშაობის დაწყებამდე ნინი სხვადასხვა დროს მუშაობდა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამაში, რომელსაც Tetra Tech/DPK Consulting ახორციელებდა, პროექტების განვითარების სააგენტოში, სოფლის მეურნეობის კორპორაციაში და იურიდიულ ფირმებში (BGI Legal და EY Law).

ნინი ოტიაშვილი ფლობს, Erasmus University Rotterdam-ის სამართლის LL.M მაგისტრის ხარისხს, ბიზნეს, კორპორატიულ და საზღვაო სამართალში (როტერდამი, ნიდერლანდები). ნინი ასევე ფლობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.