GC FUND

ქეთევან ცხადაძე

ქეთევან ცხადაძე

ქეთევან ცხადაძე

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ქეთევან ცხადაძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2014 წელს შემოუერთდა და მას შემდეგ უკავია იურიდიული დეპატრამენტის დირექტორის პოზიცია. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ, საინვესტიციო ტრანზაქციებში, შესყიდვებში და შერწყმებში.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ქეთევანი დასაქმებული იყო კომპანიაში ბიჯიაი ლიგალი, ხოლო მანამდე მუშაობდა საქართველოს ბანკში ჯგუფის იურისტის პოზიციაზე. 20 წელზე მეტი იურიდიული პრაქტიკით, ქეთევან ცხადაძეს აქვს ფართო გამოცდილება ფინანსურ ტრანზაქციებში, შესყიდვებში და შერწყმებში, კორპორატიულ სამართალში, სამშენებლო სამართალში და სხვა.

ქეთი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს, კორპორატიულ და საზღვაო სამართალში Erasmus University-დან (როტერდამი, ჰოლანდია) და არის მაგისტრის ხარისხის კანდიდატი საერთაშორისო ფინანსურ და კომერციულ სამართალში King's College London-ში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).