GC FUND

ამირან სულაბერიძე

ამირან სულაბერიძე

ამირან სულაბერიძე

რეპორტინგის მენეჯერი

ამირან სულაბერიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2019 წელს, რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. ამირანი უზრუნველყოფს ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მსვლელობის კოორდინაციას, ფონდის შიდა აღრიცხვის მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ფინანსური რეპორტის მომზადებას და მენეჯმენტთან წარდგენას.

საქართველოს  თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ამირან სულაბერიძე მუშაობდა აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე BDO საქართველოსა და PwC საქართველოში. მოვალეობების ფარგლებში ამირანი უზრუნველყოფდა ფინანსური ანგარიშების შემოწმებას და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის მიმოხილვას, როგორიცაა წარმოება, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები, საცალო გაყიდვები და ლიზინგი.

ამირან სულაბერიძე ფლობს ფინანსების მიმართულებით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.