GC FUND

ლაშა პაიჭაძე

ლაშა პაიჭაძე

ლაშა პაიჭაძე

ასოცირებული დირექტორი

ლაშა პაიჭაძე, მაღალი რგოლის მენეჯერი და ფინანსისტია, კომპანიებში მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვის, მომზადების და განხორცილების მრავალწლიანი გამოცდილებით. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2017 წელს შემოუერთდა ასოცირებული დირექტორის პოზიციაზე და მას შემდეგ წარმატებით აგრძელებს მის საქმიანობას. ლაშა პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებულ პროექტებში ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაზე. იგი ასევე წარმართავს ამ პროექტების ფინანსური გეგმების ფორმირებისა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების განხორციელების პროცესს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მუშაობის დაწყებამდე, ლაშა პაიჭაზე მუშაობდა ეკონომიკური ანალიზისა და დაგეგმარების მიმართულების დირექტორად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ხელმძღვანელობდა კომპანიის მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის და  დაგეგმარების პროცესს. რუსთავის მეტალურგიულ ქარხნამდე ლაშა 8 წელი მუშაობდა „ჰანიველ პარტნერსში“ პროექტების მენეჯერად უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც ხელმძღვანელობდა რამდენიმე წარმატებულ საინვესტიციო პროექტს. ლაშას ასევე აქვს ბიზნეს კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.

ლაშა პაიჭაძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფინანსების განხრით, კავკასიის ბიზნესის სკოლიდან და ეკონომიკური მეცნიერების მაგისტრის ხარისხს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას ასევე გავლილი აქვს ბიზნესის მართვის სპეციალური კურსები კემბრიჯის ბიზნეს სკოლაში (Judge Business School, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) და ჩაბარებული აქვს CFA პროგრამის მეორე დონე.