GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $101 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.axistowers.ge

აქსის თაუერსი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერითა და დეველოპერული კომპანია აქსისის ინიციატივით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენები აშენდა. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ასევე A კლასის საოფისე ცენტრი და Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“.

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი მინისაა, ხოლო მეორე - ქვის.  კოშები 41 სართულიანია, აქედან 4 სართული განთავსებულია მიწისქვეშ.  "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობაა, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 110,000 მ² შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას 500-მდე ავტომანქანაზე.

პროექტში ასევე განთავსდება: აუზი მოძრავი გადახურვით, სპა, ფიტნეს ცენტრი, მაღაზიები, 20-მდე კაფე რესტორანი, მუზიქ ჰოლი, სადღესასწაულო დარბაზი, 10 მდე შეხვედრების ოთახი, სქაი ბარი - 140 მეტრ სიმაღლეზე, რომელსაც 360 გრადუსიანი ხედი აქვს თბილისზე.  ასევე მოეწყობა საფეხმავლო ქუჩა, რომელიც შეაერთებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 101 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.