GC FUND

ტურიზმის განვითარების ფონდი, ტოპ ინვესტორი კომპანიების ათეულშია

13 September, 2019

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შექმნილი ტურიზმის განვითარების ფონდი, ტოპ ინვესტორი კომპანიების სიაში მოწინავე ადგილს უცვლელად ინარჩუნებს.

2019 წლის, სექტემბრის თვის მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 11 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $734 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც ქ. თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 290 040 363 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.