GC FUND

ნიდერლანდების ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სათბურის კორპორაციაში

20 September, 2019
News Title

16 სექტემბერს, საქართველოს სათბურის კორპორაციას უცხოელი ექსპერტები ესტუმრნენ, რომლებმაც დეტალურად დაათვალიერეს გარდაბანში მდებარე 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური და ადგილზე გაეცნენ წარმოების მეთოლდოლოგიას.

მაღალი რანგის სტუმრებმა, განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატეს სათბურში არსებული ჰიდროფონიკის სისტემის მიმართ, რომელიც სტაბილური მოსავლიანობის და მაღალი ხარისხის გარანტორია სხვა მოყვანის მეთოდებს შორის. საერთაშორისო მასშტაბის და გამოცდილების მქონე კომპანიების წარმომადგენლებმა, აღნიშნეს რომ ჰიდროფონიკა, თავისი მოქნილობითა და თანამედროვე სისტემით შესაძლებელს ხდის სასუქების და საკვები ელემენტების დაბალანსებულ მიწოდებას რაც მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის.

სტუმრებმა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნეს სათბურში დამონტაჟებული ულტრა თანამედროვე ხელოვნური განათება, რაც ზამთრის პერიოდში ხელს უწყობს მოსავლიონის ზრდას.

სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები როგორიცაა: Bosmanvanzaal, Celtic Cooling, Certhon, Dalsem, Holland Farming BV, Lily Company, Reytec Innovation Projects, RONAR B.V

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვეთვალიერებინა საქართველოში არსებული  სასათბურე კომპლექსი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალია, რაც მიკრო კლიმატის კონტროლისთვის საუკეთესო წინაპირობას ქმნის. მისასალმებელია, რომ სათბურში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით, რაც  ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და მინდა წარმატება ვუსურვო მთელს გუნდს, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ წარმოებას და არამხოლოდ ჩანაცვლონ იმპორტირებული კიტრისა და პომიდვრის დიდი ნაწილი, არამედ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი, ექსპორტზე გაიტანონ.“ - განაცხადა კომპანია Certhon -ის წარმომადგენელმა რობ დე ვიტმა.