GC FUND

გალერია თბილისი, თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა

20 სექტემბერი, 2019
News Title

სავჭრო ცენტრების მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-მ მოამზადა, გალერია თბილისი, თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა.

შეფასება შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: ადგილმდებარეობა, პროდუქციის არჩვენი, ვაკანტური სივრცე, საინფორმაციო მომსახურება / ნავიგაციის სისტემა, სივრცის დაგეგმარება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირება, კვება, პარკინგი, კონკურენტული უპირატესობა.

Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით, გალერია თბილისი ასევე უმაღლესი ქულით შეფასდა მულტიფუნქციურობის კუთხით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში მაღაზიებთან ერთად გასართობი, კვების, სერვის ობიექტებისა და სასტუმროს ინტეგრირებას, ასევე სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა აქტივობის გამართვას.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://cushwake.kz/wp-content/uploads/2019/08/MKTB_JULY_RETAIL.pdf?fbclid=IwAR3vXnzLPX4OkRozlqKosNJllczshkeP1W0AJo_YoFXwklYJH3KMbmvEplQ