GC FUND

ჰაიდელბერგცემენტის მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხნის და კლინკერის ახალი საწარმოო გაიხსნა

08 თებერვალი, 2019
News Title

2019 წლის 8 თებერვალს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით ჰაიდელბერგცემენტის სრულიად მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხანის ცერემონია გაიმართა.

100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების პროცესის უმაღლეს სტანდარტებს და ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში და ამავდროულად მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბერნდ შაიფელე, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი,  გერმანიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ კნირში, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ბაჩიაშვილი, ჰანიველ პარტნერსის დირექტორი  ირაკლი რუხაძე და მედიის წარმომადგენლები.

კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.