GC FUND

„საქართველოს სათბურის კორპორაცია“-ს ჰოლანდიელი ექსპერტები სტუმრობენ

14 იანვარი, 2019
News Title

გარდაბანში, 12 ჰექტარზე გაშენებულ მაღალტექნოლოგიურ სათბურს, ჰოლანდიელი ექსპერტები სტუმრობენ, რომლებიც დასაქმებულებს ხელოვნური განათების მიმართულებით საერთაშორისო დონის მასტერკლასს ჩაუტარებენ და ხელოვნური განათების ჭრილში უახლეს ტენდენციებს და შედეგებს გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“, წარმოების მთელ ტერიტორიაზე ხელოვნური განათება დაამატა, რაც ზამთრის პერიოდში ხელს შეუწყობს კიტრის ჯიშების 80-100%-მდე მოსავლიანობის ზრდას, ხოლო პომიდვრის ჯიშების შემთხვევაში წარმოეს მოცულობა მინიმუმ 30-40%-ით გაიზრდება.

ჰოლანდიელმა ექსპერტებმა და ხელოვნური განათების სფეროში, მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Hortilux-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხელოვნური განათების დამონტაჟება და მათი სწორად გამოყენება ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას, რაც იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლების წინაპირობა იქნება.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენს სათბურში წარმოებული პროდუქციის  25%-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელებში, 35%-ის საცალო-საბითუმო ქსელებში, 40% კი ექსპორტზე გადის. საქართველოს სათბურის კორპორაცია“ ფლობს ISO 9001-2015-ის სერთიფიკატს და სულ მალე  Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატის მფობელიც გახდება, ამასთანავე ახლადდანერგილი ხელოვნური განათების სისტემით, ვიმადოვნებთ, რომ შევძლებთ დამატებითი უცხოური ბაზრების ათვისებას და ქართული, ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.“ - განაცხადა „საქართველოს სათბურის კორპორციის“ დირექტორმა შოთა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სასათბურე კომპლექსი, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტია, კავკასიაში ყველაზე მაღალია, რაც მიკრო კლიმატის კონტროლისთვის საუკეთესო წინაპირობას ქმნის. „საქართველოს სათბურის კორპორაცია“-ში 235 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია, სათბურში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით.