GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $123 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, იგეგმება მარიოტის საერთაშორისო ქსელის, უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის აშენება მწვანე კონცხზე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთანაა ახლოს და სასტუმროს კონცეფციაც სრულ ჰარმონიაში იქნება 1892 წელს დაფუძნებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. 

120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.