GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    დასრულებული

  • ინვესტიცია

    $ 143 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

პარაგრაფ თბილისი

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“, სასტუმრო 2023 წლის ნოემბერში გაიხსნა. სასტუმროში ფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები ამშვენებს.

აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება  სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr). მნიშვნელოვანია, რომ 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.