GC FUND

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ტოპ ინვესტორების ათეულშია

14 დეკემბერი, 2018
News Title

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შექმნილი ტურიზმის განვითარების ფონდი ტოპ ინვესტორი კომპანიების სიაში მოწინავე ადგილს უცვლელად ინარჩუნებს.

2018 წლის მესამე კვარტალში, ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულია 28 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 62 705 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ფონდის მიზანია ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების მხარდაჭერა, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა და  საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. 

2018 წლის, დეკემბერის თვის მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც ქ. თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.  

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 258 927 035 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.