GC FUND

ირინა ქინქლაძე

ირინა ქინქლაძე

ირინა ქინქლაძე

ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორის ხელმძღვანელი

ირინა ქინლაძემ მისი კარიერა თანაინვესტირების ფონდში საინვესტიციო ანალიტიკოსის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დაწინაურდა მთავარი ანალიტიკოსის, შემდეგ გადაინაცვლა  წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე და ბოლოს ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა.  იქამდე, ქალბატონი ირინა ქინქლაძე მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით საინვესტიციო ანალიტიკოსად, კომპანიაში Horwath HTL (ბარსელონა, ესპანეთი). მის მოვალეობებში შედიოდა პოტენციურ ინვესტორების მოძიება რუსეთის და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებიდან, კომპანიის საინვესტიციო პროექტების მართვა და მოპალარაკებების წარმართვა დაინტერესებულ პირებთან. სანამ მუშაობას დაიწყებდა კომპანიაში Horwath HTL, იქამდე ქალბატონი ირინა ქინქლაძე, მუშაობდა Deloitte & Touche-ში, წამყვანი აუდიტორის პოზიციაზე, რის ფარგლებშიც პასუხისმგებელი იყო ფინანსური ანგარიშების შემოწმებაზე ისეთი მსხვილი კომპანიების, როგორებიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი და ბი თი ეი ბანკი. ირინა ქინქლაძე ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით და მაგისტრის ხარისხს ინოვაციური ტურიზმის მართვის მიმართულებით  რამონ ლულის უნივერსიტეტიდან, ესპანეთი, ბარსელონა.