GC FUND

სოფო ხელაშვილი

სოფო ხელაშვილი

სოფო ხელაშვილი

წამყვანი სპეციალისტი
რისკები

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, სოფო ხელაშვილი მუშაობდა ანალიტიკოსის პოზიციაზე, საქართველოს ბანკის კვლევების დეპარტამენტში (ამჟამად Galt & Taggart, Research). მის მოვალეობებში შედიოდა რეპორტების მომზადება პოტენციური ინვესტორებისთვის, ტურიზმის, უძრავი ქონების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მან უზრუნველყო მონაცემების შეგროვება, პროფესიონალების მოძიება და აღნიშნულ სექტორებში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება. საქართველოს ბანკის კვლევების დეპარტამენტში მუშაობამდე, სოფო მუშაობდა BG Capital-ში (ამჟამად Galt & Taggart, Brokerage) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. BG Capital-ში მუშაობამდე, სოფომ გაიარა სტაჟირებები შემდეგ კომპანიებში: Reed Midem (პარიზი, საფრანგეთი) Merrill Lynch (ნიუ-იორკი, აშშ) და საქართველოს ბანკი (თბილისი, საქართველო). სოფო ხელაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით, ფინანსების და მარკეტინგის განხრით, Northeastern University-ში (ბოსტონი, აშშ).