GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $60 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

სასტუმრო განმუხურში

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროში, სადაც 160 ნომერი განთავსდება, თავმოყრილი იქნება აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნები, რესტორანი, ლაუნჯ ბარი და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.  

აღნიშნული პროექტი 35,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართია 18 000 კვ.მ.