GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $130 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში, რომელიც სოფელ შეკვეთილში 2017 წელს გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, სადაც 50 სახეობის თევზი ბინადრობს, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, რომელიც გაფილტრული ზღვის წლით ივსება, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპა და დახურული აუზი, ზამთრის ბაღი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეებით, ჩოგბურთის კორტები, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.