GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $140 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე

თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური 402 009 კვ.მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული.

რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 177 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემქნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია.

აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება  სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), და მნიშვნელოვანია, რომ 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.