GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $115 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.galleria.ge

სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სოლოლაკის ქედზე მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი, 190 ნომრიანი სასტუმროსა და მასშტაბური საკონვენციო ცენტრის მშენებლობა. აღნიშნული ცენტრის ფარგლებში თავმოყრილი იქნება მაღალი კლასის შეხვედრების ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საკონფერენციო დარბაზები, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი 3 000 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარება, რადგან ექსპლუატაციაში ჩაშვების დღიდან აღნიშნულ პროექტს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს ფართომასშტაბიან საერთაშორიო კონფერენციებს, რისი საშუალებით საქართველო მოიზიდავს ახალი სეგმენტის ტურისტებს და თავს დაიმკვიდრებს მსოფლიო MICE ტურიზმის რუკაზე.

აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება  თაბორის პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), და მნიშვნელოვანია, რომ 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.