GC FUND

  • ტიპი

    ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $157 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

მტკვარი ჰესი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება მტკვარი ჰესის პროექტის მშენებლობა. 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა განაახლა.

აღნიშნული პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9% -ს (2019 წელს 13.4TWh). 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში,  „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი. გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. 

პროექტი დასრულდება 2021 წელს.