GC FUND

  • ტიპი

    ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $185 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

ონი 1

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე დაგეგმილია ონი ჰესების კასკადის მშენებლობა.

თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით, კასკადი ითვალისწინებს ჩამონადენზე მომუშავე ტიპის ერთ ჰესს: „ონი 1“, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე 122.5 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 441.2 მლნ კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 3.3% -ს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 185 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტი დაგეგმილია მშენებლობის, საკუთარი და მოქმედების (BOO) სტრუქტურაზე. ტექნიკური მიზანშეწონილობის შესწავლის ეტაპი დასრულებულია და პროექტი ექსპლუატაციაში 2024 წლიდან შევა.

საქართველოს თანაინვსტირების ფონდი პროექტის 10% -იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს ფერის ეკუთხვნის.